ახალი ამბები მსოფლიო

“სოლიდარობა უკრაინას…” – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა სიბნელეში დაიწყო

ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო სესიის სხდომა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, სიბნელეში დაიწყო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი საშემოდგომო სესია 24-26 ნოემბერს იმართება. საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი წევრი რუსეთი ჯერ კიდევ არის, თუმცა ის სხდომაში მონაწილეობას არ იღებს.

ცნობისთვის, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება.

იტვირთბა....