თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტერორისტული ტერაქტი განხორციელდა. Euronews ცნობით, ტერაქს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილთა რაოდენობა ამ დროითვის 61-ია.
ტერაქტი საერთაშორისო სამხედრო სასწავლებელთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული. ამ დრომდე ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
თურქი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ შესაძლოა ტერაქტის უკან “ქურთ მუშათა პარტია” იყოს, თუმცა, მათივე თქმით, შესაძლოა ტერაქტი ISIS ორგანიზებულიც იყო.
“მეტრონომმა” სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გავრცელებული უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული კადრები მოიპოვა. ვიდეოში აფეთქების მომენტია დაფიქსირებული.
ტერაქტს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. “ტერაქტები, რომელიც მიმართულია ჩვენი ერის ერთიანობისა და თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ, მხოლოდ გვაერთიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში. თურქეთის კანონიერი უფლება თავდაცვაზე მსჯელობის საგანი არ არის. ჩვენს უფლებებს გამოვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩავთვლით”, – ამბობს პრეზიდენტი.
მომხდარის გამო ერდოღანმა აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ კი, ბრიუსელში ვიზიტი, სადაც მიგრაციული კრიზისის საკითხზე შეხვედრა იყო დაგეგმილი.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების შესაძლო ყოფნას ტერაქტის ადგილას, ჯერჯერობით, იქაურ ქართულ საელჩოს მსგავსი ინფორნაცია არ აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=ROk5TmoNZDo&feature=youtu.be