საზოგადოება

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რა აღიზიანებს

ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ მხიარულ და ამავდროულად, გასათვალისწინებელ შენიშვნებს იძლევიან, უფრო კონკრეტულად კი, გვასწავლიან თუ  რას ვერ იტანენ სხვადასხვა ნიშნები:

ვერძები: ვერძები ვერ იტანენ გეგემებს, რადგან მათ უყვართ მოულოდნელობები. ისინი ვერ იტანენ იაფფასიან ნივთებს და მოუწესრიგებელ გარემოს. ამ ნიშნებს უყვართ სიურპრიზები და ადმაინები, რომლებიც დაპირებებს ასრულებენ.

კუროები:  ამ ნიშნებს განსაკუთრებით აღიზიანებთ ტყუილი. ასევე, მოუწესრიგებელი გარემო მათთვის ძნელად ასატანია. კუროები ცნობილები არიან თავიანთი გურმანობით, ამიტომ ეს ნიშნები პირდაპირი მნიშვნელობით ვერ იტანენ უგემურ საჭმელს. ასევე, დიდად კეთილად ვერ განეწყობიან იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ბევრი ლაპარაკი უყვარს.

ტყუპები: როგორც თავისუფლებისმოყვარე ნიშანს, ტყუპებს განსაკუთრებით აღიზიანებს ეჭვიანობა. ასევე მათთვის რთულად მისაღებია სიტყვა „ვალდებულება“. ტყუპებსაც, ვერძების მსგავსად, დიდად არ მოსწონთ ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს წინასწარ გეგმავენ. ეს ნიშნები ვერ იტანენ:  ტყუილს, მომჭირნეობას, ღორმუცელობას და მიმბაძველობას.

კირჩხიბი:  ეს ნიშნები ვერ იტანენ:  არაპუნქტუალურობას, მატყუარებს, მოუხერხებლებს, ცარიელ დაპირებებს, ადამიანებს, რომლებიც მუდამ საკუთარ თავზე ლაპარაკობენ, ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ინტერესებს ყველაზე მაღლა აყენებენ. კირჩხიბებს არ უყვართ უგემოვნო და იაფი ტანსაცმელი.

ლომები: ლომებს ცუდი გემოვნების და სტილის მქონე ადამიანები აღიაზიანებთ. მათთვის ტყუპების მსგავსად, გამაღიზიანებელია მიმბაძველობა. ლომები ვერ იტანენ სისულელეს, სიზარმაცეს, მფლანგველობას და ვალს.

ქალწულები:  ეს ნიშნები ვერ იტანენ ყველაფრისმცოდნეებს, რადგან ქალწულებმა ისედაც ყველაფერი იციან. ამ ნიშნებისთვის გამაღიზიანებელია: არაჰიგიენურობა, არაპუნქტუალურობა, მფლანგველობა, ცუდად მომზადებული საკვები.

სასწორები: ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ძნელად ასატანია არაკეთილმოსურნეობა და ადამიანები, რომლებიც მათ პატივს არ სცემენ. სასწორებს განსაკუთრებით აღიზიანებთ ტყუილი. ისინი ვერ იტანენ: მნიშნელოვან შეხვედრებში უბრალოდ ჩაცმას,  უადგილო ხუმრობებს, მავნე ჩვევებს.

მორიელები: მორიელებისთვის მიუღებელია ამბიციური და მატყუარა ადამიანები. ეს ნიშნები ასევე ვერ ეგუებიან უნდობლობას. რადგან საკმაოზე მეტად ეგოსტო ნიშანია, მორიელები ვერ იტანენ საყვარელი ადამიანის მეგობრებს. ამ ნიშნებისთვის გამაღიზიანებელია ადამიანის არასაკმარისი შესაძლებლობები.

მშვილდოსნები: ამ ნიშნებს არ უყვართ:  ლაქუცი და შური. მშვილდოსნებს ეცინებათ  ადამიანებზე,  რომლებიც მუდმივად იბოდიშებენ, ხოლო აღიზიანებთ ის  ადამიანები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ. მშვილდოსნები ვერ იტანენ სიტყვა  „ხანგრძლივს“ და  ადამიანებს, რომელთაც მომზადებისთვის დიდი დრო სჭირდებათ. მათთვის ასევე გამაღიზიანებელია: პათოლოგიურ სისუფთავე,  ცინიკური ღიმილი,  ადამიანები,  რომლებიც ფულს ითვლიან.

თხის რქები: ეს ნიშნები ვერ იტანენ უნებისყოფო ადამიანებს, მაგრამ უფრო მეტად ვერ იტანენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ხელმძღვანელობას ცდილობენ. თხის რქებისთის გამაღიზიანებელია ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ მყარად იდგნენ ფეხზე. ეს ნიშნები ვერ იტანენ უაზროდ ლაპარაკს.

მერწყულები: ისინი ვერ იტანენ: მოწყენილობას,  ცუდ წრეს,  სევდიან ისტორიებს. მერწყულებს არ მოსწონთ  ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვთ. ასევე მათთვის გამაღიზიანებელია გაუმაძღარი და ყოვლისმცოდნე ადამიანები.

თევზები:  ეს ნიშნები ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მოკრძალებულად იცვამენ. თევზებისთვის მიუღებელია საჯარო უხამსობა, ამიტომ ვერ იტანენ  ადამიანებს, რომლებიც სექსზე სახალხოდ ლაპარაკობენ.

იტვირთბა....