საზოგადოება

ქორწინების ნგრევის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

სტატისტიკის მიხედვით, ქორწინებების 42 პროცენტი დაშორებით სრულდება. უფრო მეტიც, ოცწლიანი ქორწინებების 34 პროცენტიც ასევე დაშორებით სრულდება. სპეციალისტებმა გამოყვეს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი:

1. ფულადი პრობლემები- განსაკუთრებით მაშინ ხდება სახიფათო წყვილს შორის ფულადი უთანხმოება, თუ ერთ-ერთ მათგანს მისი ხარჯვა უყვარს, მეორე კი რადიკალურად ძუნწია.

2. ყოფილის მიმართ ინტერესი- როცა შეგრძნებაა, რომ წყვილიდან ერთ-ერთს ყოფილის მიმართ ინტერესი არ აქვს დაკარგული, ან უფრო მეტი-თითქოს ყოფილზეა დაქორწინებული, ისეთი ურთიერთობა აქვს პარტნიორთან.

3. სექსუალური შეუათავსებლობა- ეს ცნობილი და დამტკიცებული მიზეზია. თუ წყვილს შორის სექსუალური შეუთავსებლობაა, ქორწინებას სერიოზული პრობლემები აქვს.

4. ბავშვები წინა ქორწინებიდან- განსხვავებული რეაქცია არსებობს საკუთარი და სხვისი შვილის მიმართ, ეს კი საბოლოო ჯამში, წყვილს შორის დაძაბულობას წარმოშობს.

5. მომაბეზრებელი მშობლები- მშობლები, რომლებიც აქტიურად ერევიან წყვილის ურთიერთობაში, ხშირად ქორწინების დანგრევის მიზეზები ხდებიან.

6. კონფლიქტის მოგვარებაში განსხვავება- თუ წყვილიდან ერთ-ერთი გაიზარდა ოჯახში, სადაც კონფლიქტს კამათით აგვარებდნენ, ხოლო მეორე ოჯახში, სადაც კონფლიქტი ნაკლებად ხდებოდა და  მითუმეტეს, იშვიათად ისმოდა კამათი, მოსალოდნელია, რომ წამოჭრილი კონფლქტური სიტუაციები სხვადასხვა, შეუთავსებელი გზით გადაჭრან, შედეგად კი ქორწინებას შეექმნას დაბრკოლება.

7. კომუნიკაციებს შორის განსხვავება- თუ ერთი პარტნიორი გულწრფელად უზიარებს მეორეს გრძნობებს, ემოციებს და სხვა ინტიმურ დეტალებს, ხოლო მეორე ჩაკეტილია, რადგან ამგვარი ხასიათი აქვს,  ეს წარმოქმნის შეუთავსებლობას. ასეთ დროს ერთ-ერთი ფიქრობს, რომ მეორეს არ უყვარს.

8. პირადი პრობლემები- თუ ერთი პარტნიორი მიიჩნევს, რომ პირადი პრობლემების საჯაროდ გატანა (ფეისბუქზე, მეგობრების წრეში და ა.შ) მიზანშეწონილია, ხოლო მეორე ფიქრობს, რომ პირადი მათ შორის უნდა დარჩეს, ეს შეუთავსებლობა ქორწინებას ანგრევს.

independent.com

იტვირთბა....