ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გალში, აფხაზური მხარის ცნობით, ერთ-ერთ აგარაკზე ქართული მინერალური წლის 192 ბოთლის სახით კონტრაბანდა აღმოაჩინეს.
როგორც აფხაზური მედიით გავრცელებული ვიზუალური მასალებიდან ჩანს, საუბარია “ნაბეღლავის” ნაწარმზე.
ოფიციალური ინფორმაციით, კანონდარღვევის ფაქტზე საგამოძიებო მასალები შესაბამის უწყებებს გადაეცა.