aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა” – გერმანიის ელჩი ევროკომისიის რეკომენდაციებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა, 12 რეკომენდაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა – შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს.

პიტერ ფიშერის თქმით, ევროგაერთიანება საქართველოს დაეხმარება, რომ პროცესი მისთვის წარმატებით წარიმართოს. გუშინ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდებს.

“მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპის მომავალი გზის შესახებ. საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ჩვენ ევროგაერთიანება დავეხმარებით საქართველოს იმისთვის, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს.

ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ საქართველოსთვის პრიორიტეტული თემაა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირდეს ამ თემაზე. შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შანსიც არსებობს. ევროპა არის პლურალისტური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. ძალიან მწიფე სახალხო ეკონომიკით, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია დაუწესა. ამ პუნქტების შესრულების შემდეგ, იქნება ლაპარაკი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს,” – თქვა ფიშერმა.

იტვირთბა....