aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავარია თელავში – ამობრუნებული მანქანიდან მგზავრები მაშველებმა ამოიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოტა ხნის წინ თელავის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანიდან გადასვლაში მგზავრებს მაშველები დაეხმარნენ.

მსუბუქ ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა. მანქანა ადგილზე გადაბრუნდა, მეორე მძღოლი კი მიიმალა.

გადაბრუნებული მანქანის მგზავრებს გადმოსვლასა და საკუთარი ნივთების გადატანაში მაშველები დაეხმარნენ. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები იმყოფებიან. სამართალდამცველებს მიმალული მძღოლისა და მისი მანქანის ძებნა დაწყებული აქვთ.

იტვირთბა....