ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილის პროცესი მისი ჯანმრთელობის გამო დღესაც გადაიდო

პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესაც გადაიდო.

სხდომა 26 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პენიტენციური დეპარტამენტიდან ოქმის იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომა გადადო.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

იტვირთბა....