ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვითხოვთ სასჯელის გადავადებას და არა შეწყალებას – სააკაშვილის ადვოკატი ორბელიანების სასახლეში მივიდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახელზე წერილი შეიტანა და მასთან შეხვედრა მოითხოვა, რათა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნა პირადად გააცნოს. მისი განმარტებით, სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია და საჭიროა გამოსავლის ძებნა:

“მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ მე მიმიღოს პირადად და მოხდეს აუდიენცია, ვინაიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მე ვითხოვ, რომ შევხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე საექსპერტო დასკვა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. მივმართავთ ასევე სასჯელის გადავადების მოთხოვნით, შეწყალების თხოვნით არ მივმართავთ” – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

იტვირთბა....