ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თუ რუსული ჯარები ბრძოლის ველზე პოზიციებს დაკარგავენ, პუტინმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს”

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქვთ მოლოდინი, პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ მისი ჯარი ბრძოლის ველზე პოზიციებს დაკარგავს.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Politico ავრცელებს. წყარო ექვსი სხვადასხვა პირია, მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები.

მათივე თქმით, აშშ-ს ამ დროისთვის არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე, თუმცა ბრძოლის ველზე მუდმივი დანაკარგების ან რუსული არმიის სრული კოლაფსის შემთხვევაში, ამ საკითხზე მომუშავე ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას, მათ შორის იმ ქიმიური იარაღის, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შემოდგომაზე პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო პროცედურები გააცნეს. ასევე, აშშ-მა კიევს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დაცვის საშუალებები მიაწოდა.

იტვირთბა....