ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 33 სასულიერო პირი დააკავეს რუსეთთან თანამშრომლობისთვის. გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებულ სასულიერო პირთა უმეტესობას ბრალად ედება სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და რუსეთისთვის გადაცემა.
შემოწმდა 850 ადამიანი, 50 მათგანი დაიკითხა, მათ შორის ტყუილის დეტექტორით. როგორც იტყობინებიან ეკლესიების ტერიტორიებზე აღმოჩნდა „პრორუსული ლიტერატურა“ და ნაღდი ფული, მათ შორის „რამდენიმე ათასი რუსული რუბლი“.
წყარო: რადიო თავისუფლება