ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ მერაბიშვილი პარტიის წინა პოზიციაზე იქნება, ეს “ნაციონალური მოძრაობის” მუდმივ ოპოზიციაში ყოფნას განაპირობებს – დოლიძე

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება კვლავ გრძელდება. პეტრე ცისკარიშვილმა ღიად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს, ამის გამო პარტიის წევრების ნაწილი ამბობს, რომ მერაბიშვილის პერსონის წამოწევა პროცესში ნიშნავს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად დარჩება ოპოზიციაში.

ბაჩო დოლიძის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივნის განცხადებით, თუ ეს ფრთა გაიმარჯვებს, მათ არ აქვთ სურვილი მუდმივად ოპოზიციაში იყვნენ.

“თუკი ჩვენ ვანო მერაბიშვილს მოვიაზრებთ პარტიის წინა პოზიციაზე, ჩემთვის ეს იმას ნიშნავს რომ „ენმ“ მუდმივად ოპოზიციაში იქნება, ჩემთვის ეს მოცემულობაა. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ექნებათ ჩვენს მხარდამჭერებს მისაღები.

ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვანო მერაბიშვილი იქნება წინა პოზიციაზე პარტიის, ეს იქნება ოპოზიციაში მუდმივად ყოფნის წინაპირობა.

ვინაიდან კონფიგურაციები იცვლება ყოველდღიურად და ახალი ადამიანები ჩნდებიან სცენაზე, ბევრი რამე შეიცვლება და გაცილებით აქტიური კამპანია იქნება.“ – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მანამდე ხაბეიშვილის წინააღმდეგ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ თუ პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას პოლიტიკაში, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა” დატოვოს.

იტვირთბა....