უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ წუთებში უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა და აფეთქებების ხმა ისმის.
“თქვენ ჯვარი გწერიათ, მაგრამ მაგარი აფეთქებებია ამ წამს!
საშინლად ვიბომბებით”, – წერს მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი თებერვლიდან მიმდინარეობს. რუსი ოკუპანტები თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს.