ბათუმში 14 წლის გოგო გააუპატიურეს. მოზარდზე სექსუალურად შუა ხნის კაცმა იძალადა. შემთხვევა 2 დღის წინ, ე.წ. “ოცნების ქალაქში” მოხდა.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა მომხდარის შესახებ ოჯახს უამბო, რის შემდეგაც გოგოს მამა სასტიკად გაუსწორდა. არასრულწლოვანი მძიმე დაზიანებებით, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
მშობელი ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
წყარო: TV25