ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფო სპონსორად აღიარებას მხარი დაუჭირა

რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებას ევროპარლამენტმა კენჭისყრისას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტმა დოკუმენტში აღიარა, რომ რუსეთი ახორციელებს „განურჩეველ თავდასხმებს საცხოვრებელ ტერიტორიებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში“, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. რეზოლუციის ტექსტში ასევე აღინიშნა ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში, ირპენში, იზიუმსა და ლიმანში, ასევე თავდასხმები მარიუპოლის თეატრსა და კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე.

ევროპარლამენტმა ჩამოაყალიბა ტერორის აქტების პუნქტები, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები.

იტვირთბა....