ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სარაკეტო იერიში სირიის ჩრდილოეთით – არიან დაღუპულები

ქალაქ აზაზში, ჩრდილოეთ სირიაში, სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც: სარაკეტო დაბომბვის შედეგად კიდევ ხუთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ტერიტორიიდან დაიბომბა ქალაქი აზაზი. იგი თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტი მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა.

მედიის ინფორმაციით, ეს ინციდენტი მოჰყვა თურქეთის უპილოტო თვითმფრინავების და ავიაგამანადგურებლების თავდასხმებს სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფების პოზიციებზე.

იტვირთბა....