ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი არის მძიმედ, ჩვენ ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი მის გარდაცვალებამდე” – გიორგი ჩალაძე

თუ ქვეყანა არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარჩენას სჭირდება, ბევრი წლით ჩამოვრჩებით იმ განვითარების ტემპებს, რომელიც წესით, უნდა გვქონდეს – პრეზიდენტს ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი, – ამის შესახებ იურისტმა გიორგი ჩალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„პრეზიდენტი სააკაშვილი არის ცუდად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი მის გარდაცვალებამდე ან მისი ჯანმრთელობის იმგვარ დაზიანებამდე, რომლის უკან შექცევაც ძალიან გაგვიჭირდება და ეს იქნება დაღდასმული მთელი ცხოვრების განმავლობაში. პრეზიდენტის ჯანმრთელობა არის უპირველესი საკითხი რაც დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება, რადგან ეს არის გასაღები ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის და თუ ქვეყანა არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის ჯანმრთელობის გადარჩენას სჭირდება, ბევრი წლით ჩამოვრჩებით იმ განვითარების ტემპებს, რომელიც წესით უნდა გვქონდეს. ახლა დროულად უნდა შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ადვოკატები მოამზადებენ შესაბამის შუამდგომლობას იმ საექსპერტო დასკვნებით, რომელიც არ დატოვებს სპეკულაციების სივრცეს და დადასტურებული იქნება ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ, შევა სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გადასარჩენი. პრეზიდენტს ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ

წყარო:პალიტრანიუსი

იტვირთბა....