ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გერმანია თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა „სიენენთან“ ინტერვიუში უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების პერიოდში საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთს არ სჯეროდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივის, გერმანია კი, თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა. ჯონსონმა ასევე გააკრიტიკა იტალიის მთავრობის თავდაპირველი პოზიციაც, რომელიც არ ითვალისწინებდა უკრაინის დახმარებას.

„ეს იყო დიდი შოკი. ჩვენ ვხედავდით რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდა. პირველ ეტაპზე, გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო, უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო. მე ამას მხარს ვერ დავუჭერდი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა, მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ისე, როგორც აკეთებდნენ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

იტვირთბა....