ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ზურა კიკნაძე, გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მწერალი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ კიკნაძე, გარდაიცვალა.

ზურაბ კიკნაძე 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით.

1956-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში შუმეროლოგიას. 1960 წლიდან და 1977 წლიდან დღემდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში. 1977 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ დიდი საბჭოს წევრი. 2002 წლიდან მოღვაწეობდა ს. ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.

1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1992–1993 წლებში – ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1996 წლიდან იყო „გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ რელიგიურ გადმოცემათა სისტემა“. 1986 წლიდან იყო ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

2006 წლიდან იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

იტვირთბა....