“საშინელი ტკივილია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ.” – უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ სამძიმარი გამოთქვა ზაპოროჟიეს რაიონის ვოლნიანსკის სამშობიაროზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს ახალშობილის გარდაცვალებაზე.
“რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა. ამ ღამით სამიზნე ზაპოროჟიეს რეგიონის სამშობიარო საავადმყოფო გახდა. 2 დღის ბიჭი გარდაიცვალა.. საშინელი ტკივილია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვის ახლობლებს. საჭიროა დაშავებულების სწრაფი დახმარება. ჩვენი გული შენთანაა” – წერს ოლენა ზელენსკა.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს საავადმყოფოს ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამშობიარო განყოფილების ორსართულიანი შენობა განადგურდა. ამ დროს განყოფილებაში იყო ერთი ქალი ახალშობილთან ერთად, ასევე ექიმი. არსებული ცნობებით, ქალი და ექიმი უვნებლად გამოიყვანეს.
RF crimes are insane. This night, maternity hospital in Zaporizhzhia region became target. 2 days old boy died…
Horrible pain. We will never forget and never forgive.
My sincere condolences to the loved ones of the baby. Speedy recovery to the injured. Our hearts are with you.
— Олена Зеленська (@ZelenskaUA) November 23, 2022