РИА Новости სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვის ოლქის სოლნეჩნოგორსკის რაიონში მდებარე ჰოსტელში ხანძარი გაჩნდა.
“სოფელ დუბროვკაში, აეროპორტოვსკაიას ქუჩაზე, ჰოსტელის სხვენი იწვის”, – ამბობს თვითმხილველი.
რუსული მედიის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ხანძრის გაჩენის დროს სასტუმროში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა და მეხანძრეების მოსვლამდე შენობიდან დამოუკიდებლად გასვლა შეძლეს.