საზოგადოება

კოსმეტიკის სწორი გამოყენების რა საიდუმლო გაუმჟღავნა მაკა ასათიანმა მანიკა ასათიანს?

მოდელი მანიკა ასათიანი კოსმეტიკის იმ საიდუმლო ხერხებს ამხელს, რომელთა დახმარებითაც მოდელი ყოველთვის ფორმაშია. როგორც მანიკა აღნიშნავს, ყველგან საკუთარი კოსმეტიკის ჩანთით დადის, სადაც მაკიაჟისთვის ყველა საჭირო დეტალი აქვს:

„ყველგან ჩემი კოსმეტიკის ჩანთით დავდივარ. თუ სრულყოფილი მაკიაჟის გაკეთება არ შემიძლია, გარკვეულ შესწორებებს მაინც ჩემით ვიკეთებ. პარფიუმერიიდან ყველაზე მეტად ტუჩსაცხი მიყვარს, კერძოდ კი-ტუჩის კონტური.  სხვანაირი საცხი არასდროს გამომიყენებია. 25 ფერის ტუჩის ფანქარი მაქვს. სხვათაშორის, წითელი ფერი ყოველდღიურად არ მისვია ტუჩებზე. იმ დროს როცა სახის კანზე არაფერი სხვა არ მისვია, წამწამებზე ვისვამ ტუშს და ტუჩებზე-კონტურს. იშვიათად თვალის ჩრდილებსაც ვიყენებ. მიხდება ნაცრისფერი და რუხი ჩრდილები. ასევე, თვალის შიგნით ვიყენებ წითელ ფანქარს. ეს უკანასკნელი მაკა ასათიანმა მასწავლა. მაკიაჟის ბოლოს, წარბების ქვეშ ვისვამ თეთრ ჩრდილებს.  ეს გამოკვეთს წარბების სიგრძეს.„ – ამბობს მანიკა ასათიანი.

„დღის შოუ“

იტვირთბა....