ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი Vs გოგი თოფაძე

დავით ბერძენიშვილი, გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე ანტიკოალიციურ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ კამპანიაში დაადანაშაულა.

დავით ბერძენიშვილი გოგი თოფაძის მიერ თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და კოალიციაში შემავალ პარტიებს მოუწოდა, ამ განცხადებებზე რეაგირება მოახდინონ.

სიტუაცია მანდატურებმა განმუხტეს.

„წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა,”- ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ხიდაშელის რეპლიკაზე პასუხის გაცემა სთხოვა.

იტვირთბა....