ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაშურში ებრაელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ხაშურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, გიდონ ჰაკამი, დააკავეს. მას მეგობარმა ქალმა ძალადობის გამო უჩივლა.

ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, ერთი სექსუალური ხასიათის დანაშაულს, მეორე კი ძალადობას გულისხმობს.

ქალი, რომელმაც ბიზნესმენს უჩივლა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეა, მან ჩვენება შსს-ს უკვე მისცა.

საგამოძიებო მოქმედებები ჰაკამის ერთ-ერთ ობიექტზე ჩატარდა. თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიზნესმენი და ქალი ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

“დააკავეს, არ ვიცი რას ედავებიან, ორი დღის წინ, აქ აიყვანეს ადგილზე”, – განაცხადა თანამშრომელმა.

ბიზნესმენი უკვე დაკავებულია. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....