ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვირჯინიის შტატში შეიარაღებულმა კაცმა 10-მდე ადამიანი მოკლა

ვირჯინიის შტატში, ქალაქ ჩესაპიკში, სუპერმარკეტ Walmart-ში შეიარაღებულმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

არსებული ცნობით, სროლას 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, არიან დაშავებულებიც.

პოლიციის წარმომადგენლის ლეო კოსინსკის თქმით, სროლა მაღაზიაში მოხდა და ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარის შესახებ ზუსტი დეტალები უცნობია, ასევე, უცნობია რა გახდა სროლის მოტივი.

იტვირთბა....