ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ღირსების შემლახავ მოპყრობასა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასათვის დაუსაბუთებელ ბრალდებას ეხება.
“ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ პროცესუალურ საკითხზე, რომელიც მაგალითად დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან და ესეც ასევე მოხვდა ჩვენს ანგარიშში. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბრალოდ არანაირი გამართლება არ არსებობდა პროცესუალურად იმის, რომ მას სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა, ეს უბრალოდ ემსახურებოდა მის პოლიტიკურ განეიტრალებას,” – განაცხადა საია-ს პრეზიდენტმა, ნიკა სიმონიშვილმა.