ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება – დეგნანი კრამერზე

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ სურს, კომენტარი გააკეთოს დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა მიაჩნია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება.

ჟურნალისტებმა დეგნანს ჰკითხეს, რას ფიქრობდა კრამერის იმ განცხადებაზე, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს“.

ელჩის თქმით, დევიდ კრემერი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში.

„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ კრამერმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სანქციების გარეშე საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.

იტვირთბა....