ამ წუთებში ხმაურია დიღმის მასივში. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო მევახშე ოჯახს დავალიანების გამო საკუთარი ბინიდან ასახლებს.
ბინის მფლობელის, ილია მეგრელიშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ 6000$-იანი დავალიანება გაიზარდა და ახლა მევახშე ცდილობს, ოჯახის მიერ სარგებლის მიუღებლად, ბინა მიისაკუთროს.
მეგრელიშვილების ოჯახი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქუჩაში რჩება.
ადგილზე მობილიზებულია აღსრულების პოლიციაც, რომელიც ცდილობს, დაიწყოს ოჯახის გამოსახლების პროცესი, თუმცა მეზობლებმა სადარბაზო ჩაკეტეს და მათ სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების პარარელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო მევახშესა და ბინის მეპატრონეს შორის.