ჯანდაცვა

ეფექტური, იაფი და გამოცდილი დიეტა: 15 დღეში დაკლებული 13 კგ

დიეტა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ძალიან ეფექტურია. მის საფუძველშია ნახშირწყლებზე მთლიანად უარის თქმა, მაგრამ ამასთან – დაბალანსებულია. კვების ეს რეჟიმი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს საჭმლის მონელების პრობლემა და არ არიან კმაყოფილი საკუთარი კანით. წონაში დაკლება რთული სულაც არ არის, მთავარია – მონდომება და ზოგიერთ ჩვევაზე უარის თქმა.

სულ რაღაც 2 კვირაში იკლებთ წონაში, ხდებით ბევრად ჯანმრთელები და თავს მეტად ენერგიულად გრძნობთ! საოცარია, მაგრამ ამისათვის ყოველდღე ძალიან გემრიელი პროდუქტები უნდა მიირთვათ…

ორშაბათი – საუზმე: 1 ფორთოხალი (შეგიძლიათ – გრეიპფრუტი, ატამი, ანანასი და მსგავსი ხილი, ოღონდ – ბანანი არა), 2 ცალი ორცხობილა, ყავა ან ჩაი უშაქროდ.

სადილი- 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი.

ვახშამი- 2 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი, 500 გრ ბოსტნეულის სალათა (შეგიძლია მიირთვათ მხოლოდ კიტრიც), 2 ცალი ორცხობილა. როგოც ხედავთ, დიეტაში საკმაოდ ნოყიერი ვახშამია – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშიერი არ მოგიწევთ დაძინება. მნიშვნელოვანია, სვათ ბევრი სითხე, უმჯობესია გამორიცხოთ რაციონიდან მარილი.

სამშაბათი – საუზმე: ორშაბათის მსგავსი საუზმე

სადილი – 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, 2 ორცხობილა.

ვახშამი – 120 გრ ხორცი (უკეთესია ძროხის), 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ოთხშაბათი – საუზმე: ორშაბათის მსგავსი მენიუ.

სადილი – 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი- 120 გრ ხორცი, 1 ფორთოხალი, 1 ორცხობილა, ჩაი ან ყავა.

ხუთშაბათი – საუზმე, იგივე.

სადილი- 120 გრ უცხიმო ყველი ან ხაჭო, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ვახშამი- 120 გრ ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, 1 ორცხობილა. პარასკევი- საუზმე, იგივე.

სადილი- 200 გრ ორთქლზე მომზადებული თევზი, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ვახშამი- 500 გრ მოხარშული ან ჩათუთქული ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, კარტოფილი, პარკოსნები), 1 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი. სიურპრიზი! დასვენების დღეებში შეგიძლია იკვებო ჩვეულებისამებრ. მთავარია, არ მოგივიდეს ზედმეტი, არ დალიო ალკოჰოლი, მოერიდო კონსერვანტებიან პროდუქტებს და არ გამოიყენო მარილი. მეორე კვირას იმეორებ იგივეს. 15 დღეში აუცილებლად დაიკლებ 13 კგ-ს. როცა სასურველ შედეგს მიაღწევ, კვირაში ერთხელ (ორშაბათობით, მაგალითად) დაიცავი ქვემოთ მოცემული მენიუ და დაკარგული წონა აღარასოდეს დაგიბრუნდება!

საუზმე – 2 ჭიქა ლიმონიანი წყალი

სადილი- 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.  ვახშამი- 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.

aww.ge

იტვირთბა....