ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება ჯანდაცვა

“კოღო, რომელსაც ზიკას ვირუსის გადატანა შეუძლია, საქართველოში ბინადრობს”

 

რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო აცხადებს, რომ შესაძლოა ამერიკელებმა ზიკას ვირუსით დაინფიცირებული კოღოები რუსეთის ტერიტორიაზე  საქართველოდან გაავრცელონ. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

ონიშენკოს თქმით, კოღო, რომელსაც ზიკას ვირუსის გადატანა შეუძლია აფხაზეთში ბინადრობს.

„მაფიქრებს ის ფაქტი, რომ ჩვენს საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს ამერიკული სამხედრო მიკრობიოლოგიური ლაბორატორია. აღნიშნული ლაბორატორიის მშენებლობა პენტაგონმა იმით ახსნა, რომ ქართველი ბავშვები წითელასგან დაიცვას. მგონი თქვენც კი არ გჯერათ იმის, რომ ამერიკელი სამხედრო მიკრობიოლოგები ქართველი ბავშვების წითელას დაავადებისგან დაცვაზე ფიქრობენ. პენტაგონს ამისთვის არ აუშენებია სამხედრო ბიოლოგიური ბაზა.” – აცხადებს ონიშენკო.

მისი თქმით, შესაძლოა მოხდეს კოღოების მიზანმიმართული დაინფიცირება.

შეგახსენებთ, ზიკას, თეთრქალიანი, ე.წ. დღის კოღოები ავრცელებენ. მათგან თავის დასაცავად კოღოს წინააღმდეგ საძილე ბადეები გამოუსადეგარია, რადგან მათ ღამით სძინავთ. ამ კოღოებისგან თავის დასაცავად რეკომენდირებულია შესაბამისი ტანისამოსი, გრილი და მშრალი გარემო და გარეთ ყოფნის მინიმუმამდე შეზღუდვა. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ არის. ამ ეტაპზე, ზიკას წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს, თუმცა, თუ ადამიანი ერთხელ დაინფიცირდა, ორგანიზმი მის წინააღმდეგ იმუნიტეტს იმუშავებს. ვირუსი ორგანიზმში 5-7 დღე რჩება.

ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსული ქალებისთვის წარმოადგენს. ამ ეტაპზე ზიკასა და ჩანასახის განვითარებას შორის კავშირი დამტკიცებული არ არის. თუმცა, იმის გამო, რომ ვირუსს ამნიონურ სითხეში შეღწევა და ჩანასახს დაინფიცირება შეუძლია, მედიკოსები ეჭვობენ, რომ ზიკა მიკროცეფალიას (სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ჩვილის თავის ქალა მოსალოდნელზე პატარაა) იწვევს.

 

 

იტვირთბა....