ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქობულეთში მამამ 4 წლის ბავშვი უმოწყალოდ სცემა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

ქობულეთში 4 წლის ბავშვი უმოწყალოდ სცემეს. სოციალურმა მუშაკმა, გუშინ გვიან ღამით საავადმყოფოში ნაცემი ბავშვი მიიყვანა. მკურნალი ექიმის განცხადებით, მოზარდს სისხლჩაქცევა ორივე ბარძაყზე და თავის მიდამოებში აღენიშნება. მცირეწლოვანს ექსეპრტიზაც ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით დაზიანებები ბავშვს მამამ მიაყენა, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს. შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის მორე ნაწილით, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო” “პირველი რადიო”

 

იტვირთბა....