ახალი ამბები სამართალი

“საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება” – ადვოკატი

როგორ მოხვდა მძიმე მეტალები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში – ამასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების გარდა, კითხვები აქვს მესამე პრეზიდნეტის უფლებადამცველს, ვალერი გელბახიანსაც.

გელბახიანი ამბობს, რომ თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა “ვივა მედში” ყოფნის პერიოდს, ამაზე პასუხისმგებელი იქნება.

“ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები აღმოჩენილია ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ეს არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა “ვივა მედში” ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი იქნება “ვივა მედი”, თუ არადა მაშინ იქ, სადაც მანამდე იყო”– ამბობს ვალერი გელბახიანი.

ცნობისთვის, სკანდალური ინფორმაცია დღეს გიული ალასანიამ გაასაჯაროვა. მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს,რომ სავარაუდოდ, მისი შვილი მოწამლეს. პასუხს კი კლინიკა “ვივა მედისა” და პენირტენციური სამსახურისგან ითხოვს.

წყარო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....