ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან, სასადილოში ფიზიკური დაპირისპირების გამო პოლიციელება 3 ადამიანი დააკავეს, დაშავებულები კი, სასწრაფო სამედიცნო სამსახურის წარმომადგენლებმა ხაშურის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ფიზიკურად იძალადეს თურქი ეროვნების კაცსა და ქართველ ქალზე.
დაშავებულები ხაშურის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს აღენიშნებოდა თავის ღია ჭრილობა, ხოლო კაცს თავის ზედაპირული ტრავმა.