ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ქვეყნიდან მაკდონალდსის გასვლა “გათავისუფლებაა”, რადგან ახლა მსგავს პროდუქციას თავად ბელარუსი აწარმოებს.
“ზოგიერთმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, შესაძლოა შუახნის ადამიანებმაც და, მოხუცებმაც კი, დაიწყო წუხილი, რომ მაკდონალდსი ტოვებს ქვეყანას და მე ჩემთვის ვფიქრობ, კარგია, გავთავისუფლდით, მადლობა ღმერთს. მაკდონალდსის ადგილი უნდა დაიკავონ ბელარუსელებმა, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სპეციალისტებმა, ჩვენმა საქონელმა. თუ ვინმეს სჭირდება ის, რასაც ეს მაკდონალდსი აკეთებს, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშის შუაზე გაჭრა და მასში ხორცის, სალათის ფოთლისა და კარტოფილის ჩატენა”. – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, მაისში მაკდონალდსმა განაცხადა, რომ ტოვებს რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.