ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გომში, ერთ-ერთ სასადილოში, თურქ კაცსა და ქართველ ქალს სცემეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან, სასადილოში ჩხუბი იყო –  თვითმხილველების ცნობით, აზერბაიჯაინის მოქალაქეებმა, ფიზიკურად იძალადეს თურქ კაცსა და ქართველ ქალზე.

ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.

დაშავებულები ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განმარტებით, ქალს თავის ღია ჭრილობა, ხოლო კაცს თავის ზედაპირული ტრავმა აღენიშნებოდა .

სასადილო, სადაც ინციდენტი მოხდა, თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, დაწესებულებაში ხშირად ჩერდებიან ტრაილერების მძღოლები.

იტვირთბა....