“დედას გეფიცები, არ მიწოდებია კლოუნი” – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე უარყოფს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის, ბრალდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმემ უკრაინის პრეზიდენტს კლოუნი უწოდა.
“კლოუნი უწოდეთ უკრაინის პრეზიდენტსო – გახსენდებათ ვინმეს ასეთი? ხომ არ გახსენდებათ? იმიტომ რომ უბრალოდ ბინძური ფეიკია, უნდა, თქვას რაღაც. მერე კი იმაზე უნდა იმართლო თავი, არა, დედას გეფიცები, კლოუნი არ მიწოდებია, გავაკრიტიკეო. შემდეგ გამოდის, რომ თავი იმართლე. აი, ასეთი ბინძური ტყუილებისგან შედგება მთელი მათი ,,სფიჩები” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.