ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს დიაგნოზი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა… ისევ აქვს ტემპერატურა, სუსტადაა, ვერ მიიღო საკვები” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დედამ,  გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ კლინიკა ვივამედში მოინახულა.

როგორც ალასანიამ მედიასთან განაცხაა, მიხეილ სააკაშვილს ერთდროულად რამდენიმე რთული დაავადება აქვს. ალტერნატიული კომისიის დასკვნა კი ემთხვევა იმ დიაგნოზებს, რომელზეც უცხოელი ექიმები საუბრობდნენ.

“მანამდეც ვიცოდი, რომ ეს დიაგნოზი, დემენცია, არის მაინც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და… ეს არის რაღაცა, აი, შეკრებილი ყველაფერი ერთად და გარდა ამისა, ცალკე კიდევ, დანართის სახით არის ყველა ამ სპეციალისტის, ვინც გასინჯა, ვინც იყო ჩამოსული, ერთი შვეიცარიელი, ერთი ბრიტანელი, იყო რამდენიმე ამერიკელი, 4 ექიმი იყო, ამათი დასკვნები კიდევ ცალკე დამოუკიდებლად მათი ხელმოწერით არის დანართის სახით.

დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო, ისევ ისეთი სიცხე ჰქონდა, როგორიც აქვს ყოფელთვის, ისევ ისეთივე სისუსტე, მითხრა, რომ ვერ მიიღო საკვები”, – ამბობს გიული ალასანია.

იტვირთბა....