ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალში ქართველების მიერ აშენებულ უძველეს ხიდს ანგრევენ

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქის უძველესი ხიდის დემონტაჟი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

უჩა ნანუაშვილი წერს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს.

მისივე განცხადებით, ხიდი ქართველი მშენებლების აშენებულია და იგი ქალაქ ცხინვალში არსებული ორი ხიდიდან უძველესია.

“ეს ხიდი ცხინვალში არსებული ორი ხიდიდან უძველესია და მეოცე საუკუნის დასაწყისშია აგებული. ის ძველი ქალაქის ნაწილად იქცა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც განიხილავენ. ცხინვალში არაერთი ადამიანი ითხოვდა ამ ხიდის დანგრევის შეჩერებას და ახალი, თანამედროვე ხიდის მშენებლობას ნაცვლად ძველის რეაბილიტაციას. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და სხვა შესაბამისმა ინსტიტუტებმა ამ საკითხზე არც კი გამოხატეს საკუთარი პოზიცია და არც ეცადნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესწავლის და მათი შენარჩუნების მიზნით. შეგახსენებთ, რომ ხიდი ქართველი მშენებლების აშენებულია. ძველი ხიდი ოსი და ქართველი ხალხის მემკვიდრეობაა,” – წერს უჩა ნანუაშვილი ფეისბუქზე.

იტვირთბა....