ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უნდა დასანქცირდნენ – ეს იქნება ჩვენი პასუხი“ – მაკალისტერი

ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა „მთავარ არხს“ ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ამასთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„მე მივესალმები ევროპარლამენტის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, იმ ხალხთან, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის იბრძვის და ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ კრიზისს საქართველოში. ჩვენ გვსურს, რომ თავისუფლებამ გაიმარჯვოს და ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნება აღსრულდეს, რათა გაგრძელდეს ამ დიდებული ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ყველა, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უნდა იქნან სანქცირებულნი. ეს იქნება ჩვენი პასუხი, რომ არ შევეგუებით მსგავს ქმედებებს. მე საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და სხვა ქალაქებში. როგორც კი იქ ჩახვალ, გრძნობ, რომ ევროპულ ქვეყანაში ხარ, სადაც ევროპული მემკვიდრეობა და კულტურაა. ამიტომ, თუ ქართველი ხალხის სურვილი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა გააგრძელებს თავის ევროპულ გზას. საქართველო იყო სწორ გზაზე და სამწუხაროდ მისმა ახლანდელმა მთავრობამ შეაჩერა ეს პროცესი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, მაგრამ პირობები უნდა შესრულდეს“, – განაცხადა მაკალისტერმა.

იტვირთბა....