ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩუმად დადიოდა და ინფორმაციას ფარულად აგროვებდა – ვინიცაში რუსი ჯაშუში დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა, რომელიც რუსებს ვინიცის რეგიონში თავდაცვის ძალების დანაყოფებისა და ენერგეტიკული ობიექტების შესახებ მონაცემებს აწვდიდა.

დაკავებული ყოფილი საბჭოთა სამხედროა, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში ჯარი დატოვა და ვინიცის რაიონში ცხოვრობდა.

“დამნაშავემ ფარულად შეაგროვა ინფორმაცია რეგიონის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების მდებარეობისა და გადაადგილების შესახებ“, – წერია განცხადებაშიუწყების ცნობითვე, ჯაშუშმა რუს ოკუპანტებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ზუსტი კოორდინატები გადასცა, რომლის მეშვეობითაც ოკუპანტებმა რეგიონში არსებულ ენერგო საწარმოებზე, სარაკეტო დარტყმები დაგეგმეს.

იტვირთბა....