[su_quote]ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სერიოზული ოლიგარქიული გავლენების ქვეშ და ამ გავლენებით წარიმართება პროცესები, მათ შორის, რასაც ამ პარტიაში ვხედავთ. იქ არის ორი დაჯგუფება. ერთი არის კეზერაშვილი-მერაბიშვილის დაჯგუფება, რომელსაც ამ შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილი წარმოადგენს. მეორე მხარეს კი არიან ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. სინამდვილეში, თვითონ თავმჯდომარის არჩევის პროცესი, ალბათ საინტერესო არავისთვის არის, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ფორმალური თავმჯდომარე მეორეთი შეიცვლება. სინამდვილეში, ეს პროცესი არა ახალი თავმჯდომარის არჩევას, არამედ ნიკა მელიას გადაყენებას უკავშირდება. იმ პროცესის მთავარი იდეა, რომელიც ენმ-ში წარიმართება, არის სწორედ მელიას გადაყენება. ეს ყველაფერი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. უბრალოდ, ლევან ხაბეიშვილის ფიგურა არის იმდენად სატირულ-კომიკური, რომ შეიძლება, ამაზე უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება. სხვა დანარჩენი მაინცდამაინც საინტერესო არ არის.[/su_quote]
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს.