ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის პატრიარქს ევროკავშირის ტერიტორიაზე არ უშვებენ

რუსეთის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ ევროკავშირში შესვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არ შეეშვათ პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ასეთი რამე ცივი ომის დროსაც კი არ მომხდარა“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ხელმძღვანელმა.

თავად კირილმა ეს გადაწყვეტილება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პლენარულ ასამბლეას დაუკავშირა, რომელიც გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გაიმართა.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 31 აგვისტოს გამოსვლაში, ღიად გააკრიტიკა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და დაადანაშაულა იგი უკრაინის ომის მხარდაჭერაში.

„თუ ისინი მართლები არიან და მე ვცდები, დამპატიჟეთ ტელევიზიაში, წამოდით ჩემთან დიალოგში, დაამტკიცეთ თქვენი საქმე. მათ ამის ეშინიათ, რადგან უფლება ჩვენს მხარეზეა და არა მათზე“, – განაცხადა პატრიარქმა კირილემ.

ამასთან, კირილის წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციები ოფიციალურად არ დაუწესებია. მეტიც, ცნობილია, რომ უნგრეთის მოთხოვნის საფუძველზე კირილის სახელი სანქცირებულთა სიის სამუშაო ვერსიიდანაც ამოიღეს.

ქვეყნები კი, რომლებმაც რუსეთის პატრიარქი სანქცირებულთა სიაში მაინც შეიყვანეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, დიდი ბრიტანეთი და კანადაა.

იტვირთბა....