პარტია “კონსერვატიული მოძრაობა”(ალტ-ინფო) შემოწირულებებით მეორე ადგილზეა. ამის შესახებ მონაცემებს “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” ავრცელებს. 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 666 000 ლარი (34%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით.
“ნაციონალური მოძრაობა” მეოთხე ადგილზეა 212 907 ლარით, მეხუთეზე კი — “ევროპული საქართველო” 130 484 ლარით.