საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ამის შესახებ მისი ოჯახი და კონსილიუმის ნაწილი გვამცნობს.მიხეილ სააკაშვილი გუშინ, დედამ გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილს ტუბერკულოზი ლატენტურ ფორმაში დაუდგინდა, რომელიც ნებისმიერ დროს შესაძლოა აქტიურ ფაზაში გადავიდეს.
“იყვნენ ფსიქიატრები, ძალიან ცნობილი და მაღალი დონის პროფესიონალები და თქვეს, რომ აქვს ლატენტური ფორმა და რისკჯგუფშია გააქტიურების, წესით, უნდა ენიშნებოდეს მკურნალობა, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი სხვა დაავადებაც აქვს ვერ უნიშნავენ ამ მკურნალობას, იმიტომ, რომ შეიძლება ის გაუარესდება, ის დანარჩენი ყველაფერი და ამიტომ დროებით დავაკვირდებით”, – ამბობს გიული ალასანია.
გარდა ამისა, ექიმი ლევან ფერაძის თქმით, უახლოეს დღეებში სპეციალისტები უკვე დაასრულებენ დასკვნაზე მუშაობას.