თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე სამართადამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა – სასამართლომ შსს-ს მოთხოვნა გაიზიარა ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების კანონიერი უფლება ჩამოერთვა.
ცნობისთვის, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი 2 დეკემბერს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, თამარაშვილზე დააკავეს.
მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ.