აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი რჩება

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი, რომლის მიზანი კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი პოტენციური გართულებების პრევენციაა, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2025 წლის 1-ელ აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდება. აზერბაიჯანში კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გავრცელებისა და მისი პოტენციური გართულებების პრევენციას.

ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება.

იტვირთბა....