ჯანდაცვა

ცნობილი ექიმი გვირჩევს: რა შემთხვევაშია აუცილებელი გლანდების ამოჭრა

ცნობილი ექიმი გვეუბნება, რომ გლანდების ოპერაცია საჭიროა მაშინ, როდესაც:

1, პაციენტს წელიწადში ხუთჯერ მაინც აღენიშნება ანგინა. ანგინა კი არის ყელის ტკივილი, სურდო და მაღალი სიცხე ერთად, რომელიც სამი დღე გრძელდება.

2, როცა გლანდები იწვევს ორგანიზმის მოწამვლას, რადგან დაჩირქებულია. ამ დროს პაციენტის ორგანიზმს გამოეხატება სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულის არითმია და ა.შ.

3, როცა მცირეწლოვან პაციენტს გლანდები დიდი ზომის აქვს და ამის გამო ხვრინავს, ან ღამე სუნთქვას აჩერებს. ამის გამო პაციენტი წლების განმავლობაში შეიძლება იმყოფებოდეს ჟანგბადის ნაკლებობის ქვეშ.

ეს სამი ჩვენება განაპირობებს გლანდების ოპერაციის აუცილებლობას.

იტვირთბა....