არგენტინაში მსაჯი თამაშის დროს ფეხბურთელმა მოკლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მსაჯმა მოთამაშეს წითელი ბარათი აჩვენა და სწორედ ამან გამოიწვია მკვლელობა.
„ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ მოთამაშე სავარაუდოდ გაბრაზდა მსაჯის მოქმედებით, აიღო იარაღი და მოკლა“ – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციელმა.
48 წლის მოყვარულ მსაჯს სამჯერ კისერში, თავსა და გულში ესროლეს.
CNN-ის ცნობით, ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის სტადიონზე მსგავსი ძალადობა ადრეც მომხდარა.