“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერის, დათო ქაცარავას თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
მისი ვარაუდით, ფორმიანები ახალი უკანონო ნაგებობების გაკეთებას გეგმავენ.
“ორკები კვლავ გამოჩნდენ საკორინთლოს მიმდებარედ და გააგრძელეს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, რაც ჩვენი აზრით უკავშირდება ახლო მომავალში საგუშაგოს ან რამე მსგავსი ნაგებობის მშენებლობას. პოლიციის და ჩვენი ჯგუფის გამოჩენისთანავე სამუშაოები შეწყდა. ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია”, – აცხადებს ქაცარავა.