ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

PHOTO: დავით კეზერაშვილისა და სანქცირებული ტანკერის მესაკუთრე ბიზნესმენის ფარული შეხვედრა

გერმანელმა ჟურნალისტებმა “კვირას” კიდევ ერთი ფოტო მოაწოდეს, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშია გადაღებული.

ფოტოზე დავით კეზერაშვილთან ერთად ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე ჩანს. საინტერესოა, რომ ვანო ნაკაიძეს ეკუთვნოდა სატვირთო გემი, რომელიც 28 ივნისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა და რომელზეც ელენე ხოშტარია ამტკიცებდა, რომ მას სანქცირებული რუსული ტვირთი გადაჰქონდა. დასკვნებს საზოგადოება, ალბათ, თავად გამოიტანს.

ცნობისთვის, გუშინ გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, “კვირას” მოაწოდა სკანდალური ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.

იტვირთბა....